среда, 20 марта 2013 г.





1.პროექტის სახელწოდება: გმირი  წინაპრები
2.პროექტის  მთავარი იდეა: მოსწავლეები გაიხსენებენ ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას გმირ მამულიშვილებზე;
3.პროექტის  აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები გაიღმავებენ ცოდნას გმირ მამულიშვილებზე, გაეცნობიან მათ გმირობას, თავდადებას, თავგანწირვას სამშობლოსადმი.
4.პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
5.მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
6.ვადები ხანგძლივობა: 2თვე
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი გმირი  წინაპრების. შეიქმნება ბლოგი,რომელზეც განთავსდება შექმნილი ელქტრონული მასალები;
8.პროექტის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.

9. პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელევბის ეტაპები.მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია გმირ წინაპრებზე და ელექტრონულად აკრიფონ საპრეზენტაციო ფაილები. მეორე ნაწილს დაევალება ელექტრონული ჟურნალის ,,გმირი წინაპრები’’ შექმნა და რედაქტირება.
მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა,ჩამოყალიბება და შეჯერება.შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეების და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების  ბარათებს.
10.ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ, ქართული, ისტორია
11.პროექტის ხელმძღვანელი: მაგული შილაძე:
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:   mshiladze792@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: maguli20.blogspot.com 



გაკვეთილის გეგმა